მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაზღვევის შესახებ ახალი კანონპროექტი მესამე პირის სავალდებულო დაზღვევას ითვალისწინებს

592a7771e1cc2
BM.GE
28.05.17 13:00
3263
სადაზღვევო სექტორი მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას დიდი ხანია ითხოვს. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი რეგულაციის შემოღებით ქვეყანაში 70 მილიონი დოლარი შემოვა. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზად არის და მთავრობაშია გადაგზავნილი, - თემის დეტალებით გადაცემაში ’’საქმის კურსი“ "სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის" ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი საუბრობს.

-ბატონო დევი, აღნიშნული მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიებს საკმაოდ დიდი ხანია აქვთ და ამ მიმართულებით რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს?

-სულ რამდენიმე კვირის წინ მნიშვნელოვანი რამ მოხდა, - ის, რაზეც ჩვენ წლებია ვიბრძვით, ნაწილობრივ განხორციელებულია. მთავრობა კონკრეტულ კანონპროექტს იხილავს, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეაა. არსებობს კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ერთგვარად არეგულირებს მთავრობის პასუხისმგებლობასაც და ზღვრებსაც თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ. აქ შესაბამისი ცვლილებები შედის იმისათვის, რომ მთავრობამ თვითონ შეძლოს სწრაფი რეაგირება მათ შორის, ისეთ შემთხვევებზე რომელიც მაგალითად, ’’ბავშვთა სამყაროს“ ჰქონდა. ჯერ ეს კანონპროექტი უნდა მივიღოთ რომ მთავრობას ავტორიზაცია მიეცეს, რადგან აღნიშნული საკითხები თვითონ განიხილოს. ბუნებრივია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სკითხი ბაზრობების თემაა. საქართველოში 220 ბაზრობაა და მნიშვნელოვანია იქ მოვაჭრეების საკითხი. ’’ბავშვთა სამყაროს“ და მსგავსი შემთხვევების შედეგად ხდება რაღაცის დანახვა, წინასწარ ყველაფრის განჭვრეტა უფრო იშვიათობას წარმოადგენს.

-მესამე პირის სავალდებულო დაზღვევას რაც შეხება, აქ ტექნიკური დეტალები როგორ იქნება, ეს ყველაფერი შეთანხმებულია?

-რა თქმა უნდა, მოდელი ჩადებულია, სადაზღვევო კომპანიები ერთიანდებიან ერთი სადაზღვევო ხელშეკრულებით. მზღვეველები თვითონ არიან, მაგრამ ერთი ხელშეკრულებაა, ერთი პაკეტი იქნება, რადგან იგი სტანდარტულია. შეთავაზება ყველგან მოხდება ინტერნეტითაც და საზღვრის გამშვები პუნქტების მერეც. ვნახოთ როგორ იმუშავებს ეს. ცვლილება ადმინისტრაციულ კოდექსშიც შედის. პატრულს უფლება და მოვალეობა ექნება, რომ ასეთ ავტომობილები გამოავლინოს, დააჯარიმოს და ა.შ. მნიშვნელოვანია აღნიშნული მექანიზმი როგორ იმუშავებს, რადგან მძღოლები, რომლებიც აქ შემოდიან უნდა გაიგონ, რომ ამის გარეშე აქ სიარული არ შეიძლება. ჩვენ ამ რეგულაციისთვის მოვემზადებით, ყველაფერი ღია იქნება. ერთი სივრცე იქნება, სადაც ყველას შეეძლება ავტორიზაცია და დეტალების დანახვა, მათ შორის, ყიდვაც ძალიან ადვილი იქნება.

-როგორ ფიქრობთ, კანონპროექტი ძალაში როდის შევა?

-ვიმედოვნებთ, რომ გაზაფხულის სესიაზე პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს და ჩვენ კი უკვე სექტემბერ-ოქტომბრიდან მის განხორციელებას დავიწყებთ.