მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით წიკლაური: ლარის გაუფასურება სეზონურია

5bc6eb14a4beb
თათია ჩაფიჩაძე
17.10.18 11:54
1915
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური მიიჩნევს, რომ ბოლო დროინდელი ლარის გაუფასურება სეზონურია და ის ფუნდამენტალურ პრობლემებს არ უკავშირდება.

„მგონი სეზონურია და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. რასაც ვუყურებ ეს პროცესები საფრთხეს არ წარმოადგენს. ფუნდამენტალურ პრობლემებს ვერ ვხედავთ, ჩვეულებრივი სეზონურია პროცესია როცა გადინებები ცოტათი აჭარბებს შემოდინებებს. მაგრამ შემდგომ ეს ისევ დასტაბილურდება. „- განაცხადა „საქმიანი დილის" კითხვაზე პასუხისას წიკლაურმა.