მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით უსუფაშვილი: მინდა ჩემს მეგობარ ირაკლის დიდი მადლობა მოვახსენო

567cfd85c3d8e
BM.GE
25.12.15 12:19
1434
„წლის ბოლომდე საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილმა პრემიერობის კანდიდატს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს კი გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა მიმავალ პრემიერ-მინისტრს, ჩემს მეგობარ ირაკლის დიდი მადლობა მოვახსენო გაწეული სამუშაოსთვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მე მინდა გიორგი კვირიკაშვილს ვუსურვო წარმატებები. დარწმუნებული ვარ უახლოეს დღეებში დიდი შრომა იქნება გაწეული იმისთვის, რომ ახალ წლამდე საქართველოს ყავდეს ახალი მთავრობა. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა მას უცხადებს სრულ ნდობას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.