20.აპრილი.2016 13:32
ეკონომიკა

დავით სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვა იქნება შენარჩუნებული

დავით სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვა იქნება შენარჩუნებული
დავით სერგეენკოს განცხადებით, მიზნობრივ ჯანდაცვაზე რაიმე ფორმით დაბრუნება არ მოიაზრება. როგორც მინისტრმა პრემიერის სიტყვების კომენტირებისას განაცხადა, საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება.
 
"უკვე არსებული მოდელი მოიაზრებს იმას, რომ უფრო მეტი ეფარება სახელმწიფოს მხრიდან მას ვისაც ეს მეტად სჭირდება. თუ წარმოვიდგენთ მარტივად, არასოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მის საშუალო ასაკის ნაწილს, აქვს შედარებით დაბალი პაკეტი, ვიდრე პენსიორებს, ბავშვებს და ა.შ.

მას ვისაც უფრო მეტად სჭირდება სახელმწიფო მეტი მოცულობის პაკეტს უფინანსებს.

საყოველთაო ჯანდაცვა არსებული დეფინიციით არის შემდეგი, რომ სახელმწიფო ქმნის მოსახლეობის 100 პროცენტით დაფარვას თუნდაც საბაზისო მომსახურებით. 600 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს კერძო კორპორაციული დაზღვევით, რომელსაც სახელმწიფო არ იხდის. ეს არის სავარაუდოდ ის ნაწილი რომელშიც სახელწმიფო ფულს არ ხარჯას და ამისამართებს ხაჯებს მათზე ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს ან საჭიროებს მეტ მხარდაჭერას“, - განაცხადა მინისტრა.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებები პრემიერმა გასულ კვირას დააანონსა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკითხზე ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს და საუბარია სისტემის ადამიანების საჭიროებებზე მორგებასა და რესურსების სწორად გადანაწილებაზე, მათთვის ვისაც ეს მეტად სჭირდება.

"ადამიანებს, ვისაც აქვთ საკმარისი შემოსავალი, არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა"



21.სექტემბერი.2018 18:00
89

"თბილისის განვითარებით მოხარულები ვართ, თუმცა სხვა რეგიონებმაც უნდა გამოიყენონ პოტენციალი"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:37
49

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:20
55

"საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკას მხარს ვუჭერთ"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 16:11
135

"ჯორჯიან მანგანეზს“ პროდუქციის მიწოდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სურს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 15:01
304

ოსინოვსკი: საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 14:30
178

"ფეროშენადნობთა ასოციაცია" დარგისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვას ითხოვს

ვრცლად