16.თებერვალი.2016 15:58
ეკონომიკა

დავით საგანელიძე: მთავრობის მიზანი მიღწეულია, სამედიცინო პრეპარატები იაფდება

დავით საგანელიძე: მთავრობის მიზანი მიღწეულია, სამედიცინო პრეპარატები იაფდება
ფარმაცევტულმა კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიამ“ წამყვან ფარმაცევტულ ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დაასრულა. უახლოეს დღეებში მომხმარებლს ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების მინიმუმ 30%–ით დაბალ ფასად შეძენა შეეძლება. უახლოეს მომავალში კი სააფთიაქო ქსელები სხვა ჯგუფის მედიკამეტებითაც მომარაგდება. ეს ქსელებია: ავერსი, იმპექს-ფარმა, PSP, სახალხო აფთიაქი, ფარმადეპო, ფარმ სახლი და GPC.
 
"ჰუმანითი ჯორჯია"-სა და საპარტნიორო ფონდის ერთობლივი პრესკონფერენცია სასტუმრო რადისონში შედგა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. "ჰუმანითი ჯორჯია“ ფარმაცევტული ქარხნის პროექტს საქართველოს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, ხელმისაწვდომი პრეპარატების რეალიზაციის პროექტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე „ჰუმანითი ჯორჯიასა“ და საპარტნიორო ფონდის მიერ ერთობლივად ხორციელდება. პრეპარატების იმპორტი შემდგომ ეტაპზე პრეპარატების ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდება. აღნიშნულ პროექტში საპარტნიორო ფონდის ჩართვის მიზანია ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოს ამოქმედებამდე უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდება სულ მცირე 30%-ით დაბალი ფასებით, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტების ხარჯებსაც. აღნიშნული მიზნით საპარტნიორო ფონდმა მთვარობის თანხმობით "ჰუმანითი ჯორჯიას“ მიზნობრივი სესხი გამოუყო. ასევე, სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებით შედის ქარხნის მშენებლობის კაპიტალში საპარტნიორო ფონდი.

"ხელისუფლების მიზანი მიღწეულია, სამედიცინო პრეპარატები იაფდება. ეს იყო წინასაარჩევნო დაპირებაც. რაც შეეხება "ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ შემოტანილი მედიკამენტების ხარისხს ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს და საქართველოს სააფთიაქო დახლებზე სერთიფიკატისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ვერცერთი მედიკამენტი ვერ მოხვდება. მე ვამაყობ, რომ "ჰუმანითი ჯორჯია" ალექსანდრე მაშკევიჩის სახელს უკავშირდება. ის გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოს ფარმაცევტული ბაზრით დაინტერესდა და მსხვილი ინვესტიციის განხორციელებასაც გეგმავს, რადგან მიაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დაცული ბიზნესი, მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმი და საინვესტიციო პირობები. აღნიშნული აქტივები ხელს შეუწყობს ოლიგოპოლიური ბაზრის დივერსიფიცირებას. ჩვენი მიზანია ბაზარზე ისეთი პირობების ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს მოთამაშეების შემოსვლას და ფარმაცევტული ბაზრის გაჯერებას, რაც აისახება წამლის ფასებზე და გააიაფებს ჯანდაცვის მომსახურებას. რა თქმა უნდა ეს არ მოხდება წამლის ხარისხის შემცირების ხარჯზე. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ამ სფეროში დამატებით დაინტერესებული პირები მოვიწვიოთ", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ქართულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის "ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლას მიესალმებიან. მათი განცხადებით, კონკურენცია პროგრესის მამოძრავებელი ძალაა და ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენა დარგის განვითარებასა და წამლების გაიაფებას შეუწყობს ხელს. მათი თქმით, თუკი ფარმაცევტული კომპანიების დახლებზე არსებულ მედიკამენტებს საფასო პოლიტიკით "ჰუმანითი ჯორჯია“-ს მიერ შემოტანილი პრეპარატები დიდ კონკურენციას გაუწევს, ფასების კორექტირება სხვა მომწოდებლებსაც მოუწევთ. რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი პრეპარატების ხარისხს, ფარმაცევტული კომანიების ხელმძღვანელების თქმით, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს ენდობიან, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული წამლის ხარისხზე აგებს პასუხს.

"ჰუმანითი ჯორჯიას" ინვესტიციები გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე და მათი მიზანია კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მედიკამენტებზე ფასების შემცირება.

"ჰუმანითი ჯორჯია", ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია.



25.მარტი.2019 22:00
21

„საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია“ - ახალი პლატფორმა საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში

ვრცლად
25.მარტი.2019 21:00
75

„ევროკავშირში ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი ევროპული ინვესტიციების სიმცირეა“

ვრცლად
25.მარტი.2019 20:30
134

თორნიკე აბულაძე: „სამშენებლო სექტორში გაყიდვები 30%-35%-ით შემცირდა“

ვრცლად
25.მარტი.2019 20:01
120

რამდენს გადაუხდიან საინვესტიციო საბჭოს წევრებს - საპენსიო სააგენტოს განცხადება

ვრცლად
25.მარტი.2019 20:00
326

თებერვალში 5000 ლარამდე მიკროსესხების გაცემა 132,965,473 ლარით ანუ 26%-ით დაეცა

ვრცლად
25.მარტი.2019 19:48
54

"ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობის ნებართვის ფარგლებში ზონის ან კოეფიციენტის ცვლილება არ მომხდარა“

ვრცლად