12.თებერვალი.2016 14:50
ეკონომიკა

დავით საგანელიძე: ჰოსპიტალური მედიცინის რეფორმაში მილიარდ ლარზე მეტი ჩაიდება

დავით საგანელიძე: ჰოსპიტალური მედიცინის რეფორმაში მილიარდ ლარზე მეტი ჩაიდება
სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, სავარაუდოდ თვის ბოლოს გახდება ცნობილი. საპარტნიორო ფონდი ამ ეტაპზე გამარჯვების ერთ-ერთ პრეტენდენტ - "AlphaMedic Consortium"-თან პროექტთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს გადის.

"საქართველოში ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საზოგადოებითვის, რადგან საქმე ეხება ჰოსპიტალური მედიცინის სერიოზულ რეფორმას. ამ კონსორციუმს წარმოადგენს დაახლოებით 8 კომპანია: ირლანდიური, ინგლისური, თურქული, პორტოგალიური და სხვა, რომლებიც ამ პროექტის სხვადასხვა ნაწილს შეავსებენ", - აცხადებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.
 
საგანელიძის თქმით, პროექტი, რომელიც 460 საწოლიან კლინიკაზეა გათვლილი, სამ არსებულ საავადმყოფოს- რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრს და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს გააერთიანებს. "ცენტრი მუშაობას 2019 წლიდან დაიწყებს. იგეგმება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო და სხვა ცენტრები არ ამოვარდებიან მუშა გრაფიკიდან, მაქსიმალურად გამოვიყენებთ არასამუშაო პერიოდს, რათა კლინიკები იყოს მუშა მდგომარეობაში", - აცხადებს საგანელიძე.

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტენდერის ტექნიკურ მომსახურებას საპარტნიორო ფონდი ახორციელებს, რომელიც შემდგომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანაპარტნიორი იქნება დაფინანსებაში. დავით საგანელიძე ამბობს, რომ დაახლოებით 363 მილიონი დოლარი იქნება პროექტში ჩადებული. მისი თქმით, საქართველოს მხრიდან დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ინვესტირება გაკეთდება, რაც დაახლოებით 450 მილიონი დოლარია.

მთავრობის მიერ გამოცხადებულ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ინვესტორის გამოსავლენ ტენდერში ინტერესი სამმა კომპანიამ გამოხატა, თუმცა წინადადებები ოფიციალურად ავსტრიულმა "AlphaMedic Consortium"-მა წარადგინა. სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და განახორციელოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია.

 
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



21.აგვისტო.2018 15:08
86

ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონზე

ვრცლად
21.აგვისტო.2018 14:26
136

საგადასახადო სამართალდარღვევის 635 ფაქტი გამოვლინდა

ვრცლად
21.აგვისტო.2018 14:05
108

ეკონომიკური დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა

ვრცლად
21.აგვისტო.2018 12:54
113

პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა მცირდება

ვრცლად
21.აგვისტო.2018 12:17
81

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ვრცლად
21.აგვისტო.2018 10:29
344

საარსებო მინიმუმი შემცირდა

ვრცლად