მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ონოფრიშვილი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დაინიშნა

5c66c53159325
BM.GE
15.02.19 17:54
1090
დავით ონოფრიშვილი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. სამსახურის თანამშრომლებს დავით ონოფრიშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ წარუდგინეს.

„საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს სადაზღვეო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას. ის ამ სფეროში გარკვეულწილად რეგულატორი და სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია. მნიშვნელოვანია, რომ ეს სამსახური ზედამხედველობის ფუნქციას ასრულებდეს ისე, რომ ბაზარი რეალურად განვითარდეს და სადაზღვეო კომპანიები და მოსახლეობაც კმაყოფილი იყოს“,- განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

აღნიშნულ თანამდებობაზე დავით ონოფრიშვილი ხუთი წლის ვადით დაინიშნა.

დავით ონოფრიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მან, ასევე განათლება მიიღო აშშ-ში ქალაქ ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე ეკონომიკური პოლიტიკის მართვის მიმართულებით. აქვს, ასევე ეკონომიკური მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

დავით ონოფრიშვილის სამუშაო გამოცდილებებიდან აღსანიშნავია, რომ ის 1994-1995 წლებში აშშ-ში ქალაქ ვაშინგტონის მსოფლიო ბანკის კონსულტანტი იყო. 1998-2000 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრად მუშაობდა, ასევე იყო უშიშროების საბჭოს წევრი. ის იყო IV და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი. 2004-2005 წლებში მუშაობდა შპს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად, ასევე იყო პარტია „ქართული ოცნების“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი. მიწვეული იყო ვაშინგტონისა და ვანდერბილთის უნივერსიტეტებში პროფესორად.