14.მარტი.2016 14:13
ეკონომიკა

დავით ონოფრიშვილი: ათასობით მოქალაქე ბანკის მიმართ ვალდებულებას წლებია ვეღარ იხდის

დავით ონოფრიშვილი: ათასობით მოქალაქე ბანკის მიმართ ვალდებულებას წლებია ვეღარ იხდის
ბანკებმა შესაძლოა გადახდისუუნარო მსესხებლებს ვალები ჩამოაწერონ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორია ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები". პროექტის ავტორი, დავით ონოფრიშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება უიმედო სესხებისა და სანქციის დაფარვის ვალდებულებისგან გათავისუფლდეს.

გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" დავით ონოფრიშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტი მხოლოდ იმ პირებს შეეხება, ვინც ბანკის მიმართ ვალდებულებებს წლებია ვერ იხდიან. მისივე თქმით კანონს ბიუჯეტზე გავლენა არ ექნება, რადგან ამ კუთხით ბიუჯეტს შემოსავალი ისედაც არ აქვს.

"არიან გარკვეული კატეგორიის ადამიანები, რომლებიც უკვე წლებია ვეღარ იხდიან ბანკის მიმართ თავიანთ ვალდებულებებს. ბანკმაც იცის და ეს თანხები ჩამოწერილი აქვს, მაგრამ დარეზერვებული. რომც ჰქონდეს ბანკს სურვილი, რომ ჩამოაწეროს და თუნდაც მორალურად გაათავისუფლოს კლიენტი, რომელიც იცის, რომ ამ თანხას ვერ გადაიხდის და უკვე კარგა ხანია ვერც პროცენტს იხდის, ის ამას არ გააკეთებს.

ვთქვათ 10 000 -ია ეს თანხა და დიდი ხანია გადაუხდელია. მან რომ აპატიოს ეს 10 000, ეს ამ ფიზიკური პირისთვის, როგორც სარგებელი ისე გამოდის და ფიზიკურმა პირმა ბიუჯეტში 20 პროცენტი უნდა გადაიხადოს, ანუ 2 000 ლარი. თუ ფიზიკური პირი ვერ გადაიხდის ამ თანხას, მაშინ მის მაგივრად ბანკმა უნდა გადაიხადოს.

ბიუჯეტს აქედან არანაირი შემოსავალი არ აქვს და ხვრელს საიდანაც არ აქვს, ვერ გააჩენს იმ გაგებით, რომ დღეს არავინ არავის არაფერს არ პატიობს. შესაბამისად, ასეთი ტიპის გადასახადიდან, ამგვარი "პატიებიდან" ბიუჯეტში არაფერი არ შემოდის. ბიუჯეტში ეს არის ნოლი.

ჩვენ გვინდა, რომ სტიმულირება გავაკეთოთ. ბანკები თავიანთ ბალანსს გაისუფთავებენ, ამას ჩამოწერენ და ფიზიკური პირიც მორალურად გათავისუფლებული იქნება და როგორც ეკონომიკური აგენტი რეალურად გაცოცხლდება. ჩვენ არ ვიცით რამდენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ამას აქ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

ეს კანონმდებლობა 100 ადამიანსაც რომ დაეხმაროს, მე უკვე კმაყოფილი ვიქნები, რომ ადამიანებს, რომლებსაც მთავრობები, ჯერ ერთი და მერე მეორეც პირდებოდა, რომ რაღაცნაირად შეუმსუბუქებდა სხვადასხვა სახით, თუ სახელმწიფო პროგრამებით თუ რაიმე პრობლემებს რაც კრიზისების დროს ხდებოდა, ფაქტობრივად არაფერი არ მომხდარა. ეს ელემენტარული, მინიმუმია, რაც რეალურად უნდა მოხდეს.

მე უმრავლესობის და "ქართული ოცნების" იმედი მაქვს, რომ ისინი ამას მხარს დაუჭერენ იმიტომ, რომ ეს ხალხისთვის არის მიმართული, ვისაც წლების მანძილზე ვერ ემსახურებიან და შეიძლება განცხადებას რომ შეიტანენ ბანკები რომ დაეთანხმებიან ისინი გათავისუფლებულები იქნებიან. ცხადია ეს არ ეხება იმათ, ვისაც 2-3 თვე არ გადაუხდია", - განაცხადა ონოფრიშვილმა.



23.თებერვალი.2019 22:03
152

კომპანიამ - ,,Ku biki“ საბავშვო ავეჯის დამზადება დაიწყო

ვრცლად
23.თებერვალი.2019 21:00
1053

ავსტრიელმა რეჟისორმა თუშეთზე ფილმის გადაღება 31 000 ევროთი დააფინანსა

ვრცლად
23.თებერვალი.2019 20:30
292

მარიამ ქვრივიშვილი: „ტურიზმმა ეკონომიკაში უფრო მეტი კონტრიბუცია უნდა განახორციელოს“

ვრცლად
23.თებერვალი.2019 20:03
380

Skylawyer: “ყოველწლიურად რამდენიმე მლრდ ევროს კომპენსაცია რჩება მოუთხოვნელი”

ვრცლად
23.თებერვალი.2019 19:44
365

საქართველოს ბანკის ჯგუფის ორგანიზებით, 25 ივნისს ინვესტორთა დღე გაიმართება

ვრცლად
23.თებერვალი.2019 19:20
413

„დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება“ - რეგიონებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

ვრცლად