19.მარტი.2016 16:10
საზოგადოება

დავით ნარმანია: "მზიურის" ტერიტორიაზე მოეწყობა გასართობი, სარეკრეაციო სივრცე

დავით ნარმანია: "მზიურის" ტერიტორიაზე მოეწყობა გასართობი, სარეკრეაციო სივრცე
"ვერეს ხეობაში საინჟინრო ნაგებობებზე სამუშაოები დაწყებულია და ძალიან მალე დამთავრდება", - ამის შესახებ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომელიც დღეს მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. დავით ნარმანიამ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს დაავალა, მოინიშნონ ის ადგილები, სადაც უახლოეს პერიოდში ხე-მცენარეები დაირგვება. ზოოპარკის ტერიტორიაზე კი, გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება დაიწყება. თბილისის მერიის ცნობით, მოწესრიგდება ტერიტორიაზე არსებული ქვეითთა გადასასვლელი ხიდები, სანიაღვრე ქსელები და ვერეს ხეობაში, ახალაშენებულ ხიდთან საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყება.
 
"მზიურის" პარკის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის, ტყე-პარკის, საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსისადა საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.

"პარალელურ რეჟიმში კი, ჩვენ ვიწყებთ მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავებას, გამწვანების ღონისძიებებს. განხორციელდება სკოლის შენობის დემონტაჟი, რომელიც ამას აუცილებლად საჭიროებს და შესაბამისად, მოსწორდება ტერიტორია. მაქსიმალურად ინტენსიურად იმუშავებს ყველა სამსახური, იმისათვის, რომ ეს ტერიტორია დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს, იყოს სათანადოდ გამწვანებული, მოწესრიგებული, ისე რომ თითოეული ადამიანი, ვინც ამ ტერიტორიაზე გაივლის, მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება, დაისვენონ, რაც ყველაზე მთავარია. „მზიური“ დაუბრუნდება თავის პირვანდელ სახეს, საკმაოდ საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, არა მხოლოდ გამწვანების თვალსაზრისით, არამედ ბავშვებისთვის - მოეწყობა გასართობი, სარეკრეაციო სივრცე და ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ სულ სხვა ეფექტი ექნება ვერეს ხეობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის დავალებით, მდინარე ვერეს ხეობაში მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება, მოსწორდება ტერიტორია და მდინარის კალაპოტის ფორმირება მოხდება. ამასთან, განხორციელდება „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე მდებარე სკოლის დემონტაჟი, იქვე მდებარე მიწისქვეშა გვირაბში კი დამონტაჟდება განათება და დაიგება ახალი ფილები.



14.დეკემბერი.2018 14:37
186

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შემდეგ, დაირეგისტრირეს თუ არა უცხოელებმა მიწა? - წულუკინის პასუხი

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 14:10
139

ვანო მაჭავარიანი: საპენსიო რეფორმა ადრე თუ გვიან დასაწყებია

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 12:45
344

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 12:35
96

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ნიკოლა სარკოზი დაესწრება

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 12:26
102

საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან და იტალიიდან გადმოირიცხა

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 11:30
58

„ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერში წყალდიდობისას დაზიანებული გზის რეაბილიტაციას წლის ბოლომდე დაასრულებს

ვრცლად