მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია: ნამდვილად ვაპირებ სემეკში მუშაობას

5a3767ee78597
BM.GE
18.12.17 11:00
1011
თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია სემეკის წევრად წარდგენის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ნარმანია ამბობს, რომ მის კანდიდატურაზე კონსულტაციების გავლის შემდეგ შეთანხმდნენ.

„ჩვენ კონსულტაციების დროს შევთანხმდით ჩემს კანდიდატურაზე. ახლა უკვე დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად ვაპირებ სემეკში მუშაობას.

არის გარკვეული პროცედურები, რომელიც უნდა გავიაროთ, რაც გულისხმობს პრეზიდენტის მხრიდან წარდგენის შემდეგ საქართველოს პარლამენტის მიერ განხილვას და დამტკიცებას. ბუნებრივია ამ პროცედრებს გავივლი და შევუდგები სემეკის წევრად მუშაობას“, - ამბობს ნარმანია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა. მათ შორის, საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება.