მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია: მაინინგი დამატებით სიმძლავრეებს საჭიროებს

5b4f3ec1631ce
მეგი კავთუაშვილი
18.07.18 17:20
1067
სემეკის წევრი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს. მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება როგორც წარმოების, ასევე მაინიგის ხარჯზე. საქართველო მაინინგის რეიტინგში მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რაც დამატებით სიმძლავრეებს საჭიროებს. მოხმარების დაახლოებით 4.5% მაინინგის ხარჯია.

"ეკონომიკური ზრდის კვალობაზე იზრდება ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, შესაბამისად თუ ჩვენ ადექვატურად არ მივყევით და ჰირდოელექტროსადგრები, ქარის სადგურები და სხვა სადგურები არ ავაშენეთ, მინიმუმ იგივე ტემპებით, რა ტემპებითაც მოთხოვნა არის ეკონომიკური ზრიდს კვალობაზე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ელექტროენერგიის იმპორტი. იპმორტირებული ელექტოენერგია ძვირია და ტარიფეზე ჰპოვებს ასახვას. ვიდრე ადგილობრივი შედარებით იაფი და განახლებადი რესურსების პირობებში მიღებული ენერგია. ამიტომ ვეთანხმები პრემიერის განცხადებას, რომ შეჩერებული ჰიდროელექტროსადგურების შემთვევაში უნდა მოხდეს კონსენსუსი და გაგრძელდეს მშენებლობები", - განაცხადა დავით ნარმანიამ დღეს „საქმის კურსის“ ეთერში.