მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით იაკობაშვილმა გარე რეკლამირების კომპანია Outdoor.ge გაყიდა

58e396dcbd279
სალომე მეცხვარიშვილი
04.04.17 16:44
3342
გარე რეკლამირების კომპანია Outdoor.ge გაიყიდა. ინფორმაცია "საქმის კურსს" კომპანიის ყოფილმა დირექტორმა კონსტანტინე ჭავჭანიძემ დაუდასტურა. მისი თქმით გარიგება დაახლოებით 2-3 კვირის წინ შედგა.

"ეს არის ჩვეულებრივი ბიზნეს გარიგება, რომლიდანაც ყოფილი და ახალი მფლობელებიც კმაყოფილები არიან",- აცხადებს ჭავჭანიძე „საქმის კურსთან“.

ახალი მფლობელის შესახებ ინფორმაციას კომპანიის ყოფილი დირექტორი არ ასაჯაროვებს. არ სახელდება, არც გარიგების თანხა.

Outdoor.ge-ს დამფუძნებელი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი იყო.

შეგახსენებთ, რომ თბილისი გარე რეკლამების განთავსებაზე პასუხისმგებელი სულ 2 კომპანიაა: "ალმა" და outdoor.ge. კომპანიები ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია ოპერირებენ.

დავით იაკობაშვილი რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Вимм Билль Данн-ის დამფუძნებელია.