მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით იაკობაშვილი Petrocas Energy-ის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას არ აპირებს

5c4872c162bd5
ანნა ლაპიაშვილი
23.01.19 18:00
943

ბიზნესმენმა დავით იაკობაშილმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტისას რუსული მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მან Petrocas Energy-ის საკონტროლო პაკეტი გაყიდოს.

“არა, გაყიდვას ჯერ არ ვაპირებთ. Petrocas-თან დაკავშირებით დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, განვვითარდებით, წავალთ წინ და გავზრდით ჩვენს აქტივობას”-, განაცხადა იაკობაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ვაჭრობის კიდევ უფრო გაფართოვება მოხდება.

Petrocas Energy Limited -ის აქციათა 49% 2014 წლის დეკემბერში “როსნეფტმა” $144 მილიონად იყიდა. მხარეებმა ამ გარიგებისას ხელი ერთობლივ საწარმოო შეთანხმებასაც მოაწერეს.

Petrocas რეგიონული მასშტაბის მოთამაშეა ბაზარზე, რომლიც ნავთობპროდუქტების ლოჯისტიკასა და გაყიდვებს უზრუნველყოფს. კომპანია ფლობს და მართავს ფოთის ნავთობტერმინალს, რომელიც ნავთობქიმიის და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ოპერაციებს უზრუნველყოფს. სავაჭრო ოპერაციების ძირითადი არეალი შავი და კასპიის ზღვის აუზებშია. კომპანია ასევე ფლობს 140-მდე ბენზინგასამართ სადგურს საქართველოს ტერიტორიაზე.