20.აპრილი.2016 18:13
ეკონომიკა

დავით დავითაძე: ფოთის პორტში ტვირთბრუნვის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი რეგიონის ეკონომიკაა

დავით დავითაძე: ფოთის პორტში ტვირთბრუნვის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი რეგიონის ეკონომიკაა
PM Terminals-ის დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა Port Strategy-თან განაცხადა, რომ ფოთის პორტის გამტარუნარიანობის გაზრდა მოკლევადიან პერსპექტივაში საჭირო არ არის. მისი განმარტებით, დაახლოებით 250 მილიონ დოლარიანი ფოთის პორტის განვითარების გეგმა უკვე არსებობს, რომლის შედეგადაც პორტი მოცულობას 9000-დან დაახლოებით 1 მილიონამდე გაზრდის. აქვს თუ არა პორტს ამ ყველაფრის შესაძლებლობა და პოტენციალი, თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" კომპანია Georgian Trans Expedition-ის ხელმძღვანელი, დავით დავითიძე საუბრობს.
 
- რეგიონში არსებული კონცეფცია და მონახაზი რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად არსებული მაკრო-ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით?

- თუ ციფრებს მოვიშველიებთ უახლოესი მონახაზი ასეთია, რომ 2015 წელს რეალურად ფოთის პორტში დაახლოებით 325 000 TEU ერთეული კონტეინერი გადამუშავდა. წელს უკვე პირველი ორი თვის მონაცემებს თუ ავიღებთ და შარშანდელს შევადარებთ, დაახლოებით 36 პროცენტიანი კლებაა. ერთი TEU ოცი ფუნტის ექვივალენტია. კლების ტენდენციის მიზეზი ძალიან ბევრია. ეს არის ეკონომიკა, როგორც რეგიონში, ასევე გარეთ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ტვირთ ბრუნვაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ჩაკეტილი ქვეყანა არ ვართ და უპირველესად, სატრანზიტო ქვეყანა ვართ.

- ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი იყო, რომელიც ტვირთ ბრუნვას აფერხებდა, ამ შემთხვევაში მთლიანად ლოჯისტიკურ ხაზს ვგულისხმობ, ეს არის კორუფცია, რაზეც აქტიურად საუბრობდნენ, რეგიონში არსებული ზოგადი მაკრო-ეკონომიკური ფონი და ასევე ფასთწარმოქმნა და ტარიფები, რომელიც ბევრისთვის თავსატეხი იყო. ეს სამი ძირითადი ქვაკუთხედი რამდენად ართულებდა ტვირთ ბრუნვის გაზრდის ფაქტორს?

- ძალიან რთული კითხვაა. კორუფციას რაც შეეხება, აქ კომპეტენტური ვერ ვიქნები. მითუმეტეს, რომ ასეთი რამ მე, როგორც ექსპედიტორს, საექსპერტო კომპანიის ხელმძღვანელს ჩვენს ქვეყანაში არ შემინიშნავს. თქმა იმისი, რომ რატომ უნდა იყოს მარშუტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე გადის მიმზიდველი სატრანზიტო ტვირთებისთვის მრავალი კომპონენტია. ეს არის ტარიფი, მომსახურების ხარისხი, ხარისხში უპირველესად, მნიშვნელოვანი დროის კომპონენტია, რათა გადაზიდვა რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ შესრულდეს. უსაფრთხოებას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ აქ პრობლემები არ არის. ტარიფი ორ კატეგორიაში უნდა განვიხილოთ. პირველი ტარიფი, როგოც დაბალი და მიმზიდველი და ეს პირველ რიგში, იმპორტს ეხება და ალბათ ექსპორტსაც. ექსპორტი იცით, რამდენად მცირეა ჩვენი ქვეყნიდან. იმპორტი ჩვენს უახლოეს რეგიონში ალტერნატივის გარეშე არის სომხეთი და აზერბაიჯანი და ამ შემთხვევაში ტარიფს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ტრანზიტის კუთხით ორი მიმართულებაა. ერთია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულება და დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულება. მაღალტექნოლოგიური ტვირთები, რომლებიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, ანუ კორეიდან ან იაპონიიდან ევროპაში მოედინება, ასეთი ტვირთისთვის დრო ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ტარიფმა შეიძლება უკანა პლანზე ჩაიწიოს, უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ტარიფი საკმაოდ მაღალი იყოს.

- საინტერესოა ფოთის პორტში ლოგისტიკის კონცეფცია რამდენად სწორხაზოვნად მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე გკითხავთ რამდენად შესაძლებელია ანაკლიის პორტის პროექტი გამტარუნარიანი და მომგებიანი იყოს?

- აქ შეჯიბრითობა სახეზე გვაქვს. იმიტომ, რომ ფოთის პორტი უკვე დიდი ხანია აანონსებს, რომ უნდა განვითარდეს. მას განვითარების პერსპექტიული გეგმა აქვს, რომელიც ორ ფაზას მოიცავს. ერთი 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, სადაც 1 მილიონ TEU-მდე გაიზრდებოდა გამტარუნარიანობა და მეორე ფაზა, რომელიც 2025 წელს უნდა დამთავრებულიყო და 2 მილიონიან გამტარუნარიანობას მივიღებდით. შესაბამისად, აქვე პარალელურად ანაკლიის პორტის პროექტიც დაანონსდა, სადაც გეგმები გაცილებით უფრო ამბიციურია. იქ საუბარია გამტარუნარიანობის წელიწადში 100 მილიონ ტონაზე, რაც დაახლოებით 5 მილიონი კონტეინერი, სიმართლე გითხრათ, ამდენ ტვირთებს მე ვერ ვხედავ, მაგრამ როგორც პირველ პროექტში, ასევე მეორე პროექტში დაანონსდა განვითარების ფაზები.



19.თებერვალი.2019 00:32
606

რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს Brexit-ის შედეგად? - ანალიტიკოსების გათვლები

ვრცლად
18.თებერვალი.2019 23:14
1259

კომპანია “ევექსი” სტომატოლოგიურ ბიზნესში შევიდა

ვრცლად
18.თებერვალი.2019 23:00
834

"ანაკლიის პორტი საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტი გახდება"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:41
1594

ნიკოლოზ გამყრელიძე: “ცოტა ხანში მივიღებთ ორ „ევექსს”

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:20
863

GDI “თიბისი ბანკის“ საქმეზე: ხელისუფლებასთან ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:00
870

ქუთაისში სამაგიდო თამაშების პირველი Game Club გაიხსნა

ვრცლად