მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავების საბჭომ სეს კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევაში ამხილა

5ae070576dae9
თამუნა დემეტრაშვილი
25.04.18 16:05
623
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სურსათის ეროვნული სააგენტო კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევაში ამხილა. სააგენტოს სატენდერო დოკუმანტაციის გადახედვა და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა. საუბარია სატენდერო მოთხოვნაში არსებულ ჩანაწერზე, რომელიც მომჩივანის, შპს ,,მანოს“ აზრით, სამოქალაქო კოდექსს არღვევდა და მათ არჩევანის საშუალებას უსპობდა. კერძოდ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დოკუმენტაციაში მითითებული ჰქონდა, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის დოკუმენტი უნდა წარედგინათ, შპას ,,მანო“ კი ამ ჩანაწერის შეცვლას და მასში სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის ჩამატებას ითხოვდა.

ცნობისათვის, სურსათის ეროვნულ სააგენტოს გამოცხადებული აქვს 400 ათას ლარიანი ტენდერი, რომლითაც მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისთვის საყურე ნიშნების შეძენას გეგმავს.