მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაუსაბუთებელი პრემიები და დანამატები ჯანდაცვის სამინისტროში

5b55d7a2d394b
თამუნა დემეტრაშვილი
23.07.18 17:26
975
აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სოციალური მომსახურების სააგენტოში დანამატები და პრემიები დაუსაბუთებლად გაიცემოდა. ანგარიშის მიხედვით, მომსახურების სააგენტოს 342 თანამშრომელზე (თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 20%) ყოველთვიურად გაიცემოდა დანამატი, რისთვისაც "ვერ იქნა წარმოდგენილი დანამატის გაცემის მატერიალური კანონიერების დამადასტურებელი რაიმე სახის აუდიტორული მტკიცებულება", - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, სააგენტოში დაუსაბუთებლადაა გაცემული 938 ათასი ლარის პრემია.

"სააგენტოში არ არის წარმოდგენილი ხელმძღვანელი პირების მოხსენებითი ბარათები გაცემულ პრემიაზე, სადაც დასაბუთებული იქნებოდა პრემიის გაცემის საფუძვლები", - აღნიშნულია დასკვნაში.

ამას გარდა, დარღვეულია მთავრობის დადგენილება, სამინისტროს ცენტრალურ აპარატშიც, სადაც დასაქმებულ პირებზე პრემიები კვარტალში 2-ჯერ და 3-ჯერ გაიცემოდა, მაშინ როცა დადგენილებით, ერთხელ მეტად არ უნდა მოხდეს.