12.მარტი.2016 21:03
საზოგადოება

დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 21 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა

დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 21 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 21 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. საგრანტო პროექტის სახელწოდებაა "ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა". მისი მიზანია ყოფილ პატიმართა დასაქმების ხელშეწყობა და ბიზნესიდეების განხორციელების მხარდაჭერა. ბიზნესიდეები სამი მიმართულებით დაიყო: სოფლის მეურნეობა, წარმოება და მომსახურება. რეგიონების მიხედვით გრანტები შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარაში - 4, იმერეთში - 9, სამეგრელოში - 6 და გურიაში -2. საგრანტო თანხა 69 ათას ლარს შეადგენს.

2016 წელს სამინისტრომ საგრანტო თანხა გაზარდა. საგრანტო კონკურსში ის ყოფილი პატიმრები მონაწილეობენ, რომლებიც ჩართულები არიან „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“. 

პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, რომელსაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად;  პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.



26.მაისი.2018 19:40
173

საბჭოთა იმპერიალიზმის სიმბოლო თავისუფლების მონუმენტად გადაიქცევა

ვრცლად
26.მაისი.2018 18:40
81

დამსაქმებელთა ასოციაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სფეროს კონტროლი სურს

ვრცლად
26.მაისი.2018 18:15
89

"მუნიციპალური საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობით მოსახლეობა კმაყოფილია"

ვრცლად
26.მაისი.2018 16:20
103

მერიის შენიშვნების შემდეგ, რა შეიცვალა თბილისის გენგეგმაში?

ვრცლად
26.მაისი.2018 15:50
483

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მზად არის, 2021 წელს ნატო-ს წევრი გახდეს

ვრცლად
26.მაისი.2018 15:20
133

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა დაკონკრეტდება

ვრცლად