მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმებულების ყველაზე დიდ ნაწილს პოსტსაბჭოთა განათლება აქვს

5a61b07b5ca8b
მეგი კავთუაშვილი
19.01.18 12:42
1579
საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულებს შორის ყველაზე დიდი წილი იმ ადამიანებზე მოდის, რომლებმაც უმაღლესი განათლება პოსტსაბჭოთა პერიოდში მიიღეს (44%). საბჭოთა უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულების წილი 38%-ს აღწევს, ხოლო ბოლონიის სისტემის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი - 18%-ს.

უმაღლესი განათლების მიღება ბოლონიის პროცესის შემდეგ რეფორმირებულ სისტემაში ხორციელდება, რომელიც რადიკალურად განსხვავდება საბჭოთა და გარდამავალი პერიოდის უმაღლესი განათლების სისტემისგან. ამის მიუხედავად, თანამედროვე სისტემაში განათლება მიღებული ახალგაზრდების მხოლოდ ნახევარი მუშაობს, 50% კი უმუშევარია. კვლევა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ჩაატარა.

„საერთო ჯამში ეროვნულ შრომის ბაზარზე დასაქმებული სამუშაო ძალის უმრავლესობას მოსახლეობის ის ნაწილი წარმოადგენს რომელმაც, როგორც საშაულო, ასევე უმაღლესი განათლება მთლიანად საბჭოთა ან ნაწილობრივ პოსტსაბჭოთა პერიოდში მიიღო (65%). შესაბამისად მცირეა სამუშაო ძალის ის სეგმენტი, რომელმაც როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლება მთლიანად პოსტსაბჭოთა პერიოდში მიიღო“, - ნათქვამია კვლევის დოკუმენტში.