24.მარტი.2016 17:33
ეკონომიკა

დასაკუთრებული უძრავი ქონების ყველაზე დიდი წილი ე.წ. "მევახშეებზე" მოდის

დასაკუთრებული უძრავი ქონების ყველაზე დიდი წილი ე.წ. "მევახშეებზე" მოდის
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ არსებული მონაცემები მიმოიხილა.
 
2015 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებული უძრავი ქონება 1410 იყო, საიდანაც კომერციულ ბანკებზე 387 (27.4%) მოდის. 225 შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, რაც საერთო რაოდენობის 16%-ის ტოლია, 720 შემთხვევაში კი კრედიტორებს მევახშეები წარმოადგენენ, რაც მთლიანი რაოდენობის 51.1%-ია. სხვა იურიდიულ პირებზე 78 რეალიზებული უძრავი ქონება მოდის, მთლიანი რაოდენობის 5.5%.

როგორც კვლევამ აჩვენა, დასაკუთრებული უძრავი ქონების ყველაზე დიდი წილი ფიზიკურ პირებზე, ე.წ. "მევახშეებზე" მოდის. მონაცემებიდან იკვეთება, რომ კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი აუქციონის წესით რეალიზებულ უძრავ ქონებაში შედარებით მცირეა (27,4% და 16%). კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

• საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება;
• რისკების მართვის გაუმჯობესება და სესხის გაცემის პარამეტრების სრულყოფა;
• ქვეყანაში აქტივების მართვის კომპანიების სრულყოფა, რომლებიც ბანკებს პრობლემური სესხების მართვაში დაეხმარებიან;
• კერძო მევახშეების სეგმენტის სააღრიცხვო სისტემის ჩამოყალიბება;
• რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება;
• ფინანსური კანონმდებლობის გამარტივება და მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგება;
• ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის (მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა) გაუმჯობესება.

2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ სულ რეალიზებულია 9378 უძრავი ქონება.



18.მარტი.2019 21:17
51

„ვფიქრობ, ჰონგ კონგის კომპანიებმა საქართველოში ბიზნესის გაფართოება უნდა განიხილონ"

ვრცლად
18.მარტი.2019 21:02
81

„ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული"

ვრცლად
18.მარტი.2019 20:47
111

ედვარდ იაუ: „საქართველოში ჩამოვედით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ურთიერთობის გაღრმავებას"

ვრცლად
18.მარტი.2019 20:32
300

„იპოთეკური სესხები შეიძლება 10-ჯერ შემცირებული იყოს, მაგრამ ჯერ კონკრეტული ციფრები არ გვაქვს“

ვრცლად
18.მარტი.2019 20:10
159

გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა

ვრცლად
18.მარტი.2019 20:00
231

„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე დაბრუნების საკითხი კვლავ გაურკვეველია

ვრცლად