12.თებერვალი.2019 12:28
ეკონომიკა

“დანკინში“ ყავის გაყიდვებმა წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია

“დანკინში“ ყავის გაყიდვებმა წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია
ამერიკული რესტორნების ქსელ “დანკინის“ ყავის გაყიდვებმა საქართველოში წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია.

ამის შესახებ bm.ge-ის „ვისოლ ჯგუფიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „დანკინმა“ ყავის ბაზრის ლიდერობის ამბიცია არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ქართულ ბაზარზე რებრენდინგის განაცხადით გასული წლის ბოლოს გაასაჯაროვა.

წლის დასაწყისი კი, კომპანიის ქართულმა წარმომადგენლობამ ყავის გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით აღნიშნა.

2018 წლის ბოლოს ლეგენდარულმა ამერიკულმა ბრენდმა „დანკინ დონატსმა“ სიტყვა - „დონატი“ კომპანიის დასახელებიდან ამოიღო და ყავის ბაზრებზე თავისი პოზიციის შემდგომი გამყარება დაისახა მიზნად.

„დანკინის“ ქართულ რესტორნებში, დღესდღეობით, უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილი.

„დანკინის“ ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა, შესაბამისად, ყავის მოყვარული მომხმარებელი ადვილად წყვეტს დილას, შუადღეს თუ საღამოს ყავა სად დააგემოვნოს.

ციფრებიც მეტყველებს, რომ ბრენდი უპირველეს ყოვლისა ყავის ქსელია“, - აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

„დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 67 წელია მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. “ვისოლ ჯგუფმა” „დანკინ დონატსის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და დღესდღეობით „დანკინი“ უკვე რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე საქართველოში „დანკინის“ 24 ბრენდირებული რესტორანია.



19.თებერვალი.2019 14:42
65

ქობულია ამტკიცებს, რომ "თიბისი ბანკის საქმეს" ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:40
78

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
228

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
175

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
246

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:40
216

"ევროპულმა საქართველომ" საპენსიო რეფორმის შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირა

ვრცლად