მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამწვარი ტყის ნარჩენებს ბიოსაწვავად გამოიყენებენ

5b2ded96776a9
ანუკა ჯოხაძე
23.06.18 13:00
732
“სამინისტრომ დამწვარი ტყის ნარჩენების გამოტანის და შემდგომ ბრიკეტების წარმოების ახალი კონცეფცია შეიმუშავა”,-ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკვე არსებობს კერძო ინიციატივები კერძო ბიზნესებიგან, რომლებიც ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ.

“სამინისტრომ შეიმუშავა ახალი კონცეფცია დამწვარი ტყის ნარჩენების გამოტანის და შემდგომ ბრიკეტების წარმოების შესახებ. ეს შესაძლებლობა უკვე არსებობს სამართლებრივი ჩარჩოს კუთხით. ამასთან არსებობს კერძო ინიციატივები, რა თქმა უნდა, ეს კერძო ბიზნესის თემაა და კერძო სექტორმა უნდა მიხედოს, თუ კი მათ ინტერესი ექნებათ. უკვე მოქმედებენ კომპანიები, რომელთაც აქვთ ამ საკითხის მიმართ ინტერესი. ასე რომ ხანძრის შემდეგ დარჩენილი დამწვარი ხეების გამოყენება შესაძლებელია, როგორც ხის ბრიკეტების წარმოების კუთხით”-ამბობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე.