29.მარტი.2016 11:32
საფინანსო სექტორი

დამატებითი ხარჯები, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის აღებისას უნდა გაითვალისწინოთ

დამატებითი ხარჯები, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის აღებისას უნდა გაითვალისწინოთ
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის იურიდიული პირი, იგი შეიძლება დაფუძნდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) და სააქციო საზოგადოების (სს) ფორმით. საქართველოში დღეის მდგომარეობით 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არსებობს. ეს სეგმენტი ერთ-ერთი მზარდი სექტორია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აქვთ შეზღუდვა სესხის გაცემასთან დაკავშირებით: ერთ მსესხებელზე ჯამური სესხის მოცულობა არა უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

ამ სექტორის მომხმარებლები ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებმაც კომერციულ ბანკში სესხი ვერ აიღეს. ამის მიზეზი კი არის დაბალი ან არარეგისტრირებული შემოსავალი, საკრედიტო ისტორია, სხვა ვალდებულებების არსებობა და ა.შ. ასეთი მომხმარებლები ხშირ შემთხვევაში ვერ ათვითცნობიერებენ სესხის მიზნობრიობას და მნიშვნელობას, რის გამოც მაღალია სესხების გაპრობლემების შესაძლებლობა. საბოლოოდ, შეიძლება გამოიწვიოს უზრუნველყოფაში დატვირთული უძრავი თუ მოძრავი ქონების იძულებითი გზით რეალიზაცია. სესხის გადაუხდელობის გამო კი შესაბამისი ჩანაწერი ფიქსირდება მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი ბანკებისგან განსხვავებულ სესხის გადახდის გრაფიკს სთავაზობენ მომხმარებლებს: ყოველთვიური სესხის გადასახადი არ შეიცავს ძირ თანხას, ის მხოლოდ პროცენტია. სესხის ძირი თანხის დაფარვა კი კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ სრულად უწევთ.

ხშირად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მომხმარებლებს ინფორმაციას თვიურ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით აწვდიან. მომხმარებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, როგორც სესხის წლიურ საპროცენტო განაკვეთს, ასევე იმ დამატებით დანახარჯებს, რომელიც თან ახლავს სესხის აღებას. წლიური საპროცენტო განაკვეთი სესხებზე საშუალოდ 24-36%-ის ფარგლებში მერყეობს.

საზოგადოება და ბანკები
ავტორი: მარიამ აფრიდონიძე



19.სექტემბერი.2018 17:14
727

სებ: ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:18
218

სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 13:43
1484

მურთაზ კიკორია სებ-ს ტოვებს

ვრცლად
17.სექტემბერი.2018 15:19
64

ქართული კომპანიების აქციების ფასი LSE-ზე

ვრცლად
17.სექტემბერი.2018 15:16
44

ქართული ევროობლიგაციების მიმოხილვა

ვრცლად
17.სექტემბერი.2018 14:01
1073

ბანკთაშორისი გადარიცხვების მიღების დრო ხანგძლივდება

ვრცლად