15.მარტი.2016 10:11
საფინანსო სექტორი

დამატებითი ხარჯები, რომელიც იპოთეკური სესხის აღებისას უნდა გაითვალისწინოთ

დამატებითი ხარჯები, რომელიც იპოთეკური სესხის აღებისას უნდა გაითვალისწინოთ
იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ, ააშენოთ ან გაარემონტოთ უძრავი ქონება - ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი.
 
სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავალზე, მის საკრედიტო ისტორიაზე და შესაძენი ქონების ღირებულებაზე. იპოთეკური სესხის აღება შესაძლებელია, როგორც ეროვნულ ისე უცხოურ ვალუტაში, საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 8%-იდან იწყება, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი 180 თვე ანუ 15 წელია.

იპოთეკური სესხის სარგებლობისას უნდა გავითვალისწინოთ ის დამატებითი დანახარჯები, რომელიც თან ახლავს:

• სესხის გაცემის საკომისიო
• საპროცენტო განაკვეთი
• საჯარო რეესტრის ან ნოტარიუსის ხარჯი
• სესხის წინსწრებით დაფარვის პირგასამტეხლო მაქს. 2%
• უძრავი ქონების და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის ღირებულება

იპოთეკური კრედიტის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა გულისხმობს, რომ სესხის მოქმედების პერიოდში თქვენ მიერ აღებული სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს, მოახდინოს უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია.

სესხის დაფარვის გრაფიკი და საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე: კრედიტის მოცულობა, მსესხებლის შემოსავალი და მისი სტაბილურობა და სხვა. იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომერციული ბანკები მომხმარებლების რაოდენობის გაზრდის მიზნით ცდილობენ მათ გადაბირებას სხვადასხვა ბანკებიდან ე.წ. პორტირების საშუალებით. მიმდინარე აქციის ფარგლებში, რამდენიმე ბანკი მომხმარებელს ისტორიულად ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს, რაც ძირითადად 7%-ით განისაზღვრება (ევროსა და აშშ. დოლარში). ნომინალურ განაკვეთს ემატება უძრავი ქონების და სიცოცხლის დაზღვევის ტარიფი და საბოლოო პროცენტი 7.6%-8.6%-ით განისაზღვრება.
ავტორი: მარიამ აფრიდონიძე



25.მაისი.2018 18:49
91

საქართველოს საბანკო სექტორის აქტივებმა 34.9 მლრდ ლარი შეადგინა

ვრცლად
25.მაისი.2018 18:43
132

ბანკების საკრედიტო დაბანდებამ 22.7 მლრდ ლარს მიაღწია

ვრცლად
25.მაისი.2018 18:31
93

დეპოზიტების 37.6% ლარშია განთავსებული

ვრცლად
25.მაისი.2018 18:16
4110

"ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს სესხის საერთო მოცულობიდან"

ვრცლად
25.მაისი.2018 11:44
121

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

ვრცლად
25.მაისი.2018 10:49
79

ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების გამოქვეყნებას იწყებს

ვრცლად