მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება" - რეგიონებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

5c71569243a26
თელარა გელანტია
23.02.19 19:20
2293
დღეიდან, საქართველოს ხუთ რეგიონში - იმერეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში, თემაზე - „დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება“ სამუშაო შეხვედრები დაიწყო.

როგორც bm.ge-ის საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ხელშეწყობით და საერთაშორისო ორგანიზაცია „Expertise France“ დაფინანსებით გაიმართება.

ტრენინგს სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის, ზოგადი ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი იონა კიზირია წარუძღვებიან.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო თანხის გამოანგარიშების წესი, მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შემოსავლების მიხედვით და საპენსიო შენატანების ელექტრონული სისტემა.

შეხვედრებზე მოწვეულნი არიან საბიუჯეტო და კერძო სექტორის ფინანსისტები.

შეხვედრები განხორციელდება სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ორგანიზებით, მათივე ადმინისტრაციულ შენობებში.

შეხვედრის ადგილმდებარეობები:

1. გორი - გუბერნიის შენობა, გრიგოლ ფერაძის 5, პირველი სართული, სააქტო დარბაზი - 23.02.19 13:00 სთ;
2. ქუთაისი - გუბერნიის შენობა, რუსთაველის 3, II სართ, სააქტო დარბაზი 24.02.19 11:00სთ
3. ზუგდიდი - გუბერნიის შენობა, გამსახურდიას 45, სააქტო დარბაზი 25.02.19 11:00სთ

დანარჩენი სამუშაო შეხვედრების განრიგი მოგვიანებით დაანონსდება.