მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგროვებით საპენსიო სისტემაში უკვე ნახევარი მილიონი დასაქმებულია ჩართული

5c7136130b139
თელარა გელანტია
23.02.19 16:00
2640
დაგროვებით საპენსიო სისტემაში 500,000 ათასი დასაქმებულის საპენსიო ანგარიშია გახსნილი.

ამის შესახებ bm.ge-ის საპენსიო სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს პროგნოზით, წლის ბოლომდე აღნიშნული მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 650,000-700,000-მდე გაიზრდება.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის სისტემაში 41,000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული.

შეგახსენებთ: დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.