მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაცულ ტერიტორიებს, ნარჩენებისგან უცხოელი ვიზიტორები უფრო ასუფთავებენ, ვიდრე ქართველები"

5bcdce00da06b
მარიამ ადამია
22.10.18 17:17
589
„დანაგვიანების კუთხით ტენდენცია ბოლო წლებში შედარებით პოზიტიურია, რადგან ლაშქრობებში ძირითადად დადიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ბუნება და აცნობიერებენ თუ რაც შეიძლება დატოვებულ ნაგავს შედეგად მოჰყვეს.“ - აცხადებს გადაცემა „საქმიან დილაში“ დაცული ტერიტოროების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნიკო თევდორაშვილი.

„პრობლემა არ იგრძნობა ისეთ პატარა ტურისტულ ობიექტებზე, როგორებიც არის მაგალითად მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცე, ანუ ეს არის შემოსაზღვრული ტერიტორიები, სადაც მეტნაკლებად ვასუფთავებთ. რაც შეეხება დიდ ტერიტორიებს, მათ შორის თუშეთის ეროვნულ პარკს, თბილისის ეროვნულ პარკს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, რომელიც 103 ათასი ჰექტარია, აქ როგორც ევროპაში და ამერიკაში, ძირითადი როლი ვიზიტორებს კისრებათ, რადგან შეუძლებელია ამხელა ტერიტრორიის მთლიანად ჩვენი რესურსით ათვისება.“ - აღნიშნავს ნიკო თევდორაშვილი.

მისი თქმით, უცხოელ ვიზიტორებში დანაგვიანების პრობლემა არ შეინიშნება, რადგან ისინი თავად ალაგებენ თავის ნარჩენებსაც და სხვა ვიზიტორების მიერ დატოვებულსაც. ქართველები კი ნელ-ნელა ვსწავლობთ ბუნებით ტკბობას და დანაგვიანების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.