მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაბეჯითებით მინდა გთხოვოთ, არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც გაიაფდა"

5bc8ac44c7f1d
BM.GE
18.10.18 19:51
4901
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსის მერყეობაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გვენეტაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, შესაბამისად ქვეყანას აქვს ბერკეტი, რომ გაცვლითი კურსი იყოს სტაბილური.

"საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და ამ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმისთვის დამახასიათებელი არის დროებითი მერყეობები. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, არის ის თუ როგორი იქნება კურსი საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში. ამავე დროს, ხშირად ხდება ანალიზის გაკეთება, რომ ამის გამო საქართველოში ინფლაცია მაღალი იქნება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ინფლაცია მიზნიბრივ მაჩვენებელზე დაბალია და საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველანაირი ბერკეტი, რომ ინფლაცია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იყოს დაბალი, რაც არის იმის გარანტია, რომ გაცვლითი კურსი ასევე იქნება სტაბილური.

რაც შეეხება ფასებს, დაბეჯითებით მინდა გთხოვოთ, რომ როდესაც დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დროს არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა. აქედან გამომდინარე, ფასების დონე არის ინდექსი, რომელიც გამოითვლება კალათით. აქედან გამომდინარე, არ არის სწორი, რომ ერთი ან ორი პროდუქტის ფასის ცვლილების მაგალითზე ხდება დასკვნა, რომ ინფლაცია გაიზარდა. საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს",- განაცხადა გვენეტაძემ.