მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CT Park-ის 120 თანამშრომელს მერია დაასაქმებს

5ab34c802c410
მეგი კავთუაშვილი
22.03.18 10:25
645
"სითი პარკის“ 120 თანამშრომელს მერიის სატრანსპორტო სამსხური დაასაქმებს. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს სითი პარკის ინსპექტორების გამოცდილების გამოყენება დაავალა. მამუკა კობახიძეს დაევალა, საპარკინგე სივრცეების მოწესრიგებაც. 10 აპრილიდან სითი პარკთან ხელშეკრულება ძალას დაკარგავს და მის საქმიანობას მერიის ტრანსპორტის სამსახური გადაიბარებს.

„შემოსული ჯარიმების თანხა, ყველა თეთრი მიამრთული იქნება იმისთვის რომ სატრანსპორტო სისტემა განვავითაროთ შემდგომი წლების განმავლობაში. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაცია საფუძველს არის მოკლებული. ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა CT Park-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო. “ - განაცხადა კახა კალაძემ.