მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Credit Suisse: ბლოკჩეინი ბანკებს მილიარდების დაზოგვის საშუალებას მისცემს

59e1d5824407b
BM.GE
14.10.17 16:00
1360
Credit Suisse-ის დირეტორი ჯეიმს დისნეი CNBC-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რეესტრში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვა ბევრი სიკეთის მომტანია.

ცოტა ხნის წინ Deloitte-ის ანალიტიკოსებმა ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ ბლოკჩეინმა ახალი "ნდობის ეკონომიკა" დააფუძნა. კვლევის ავტორებმა ბლოკჩეინი 1990-იანი წლებში ინტერნეტს. ანალოგიური შედარება გააკეთა ჯეიმს დისნეიმაც. ექსპერტის განცხადებით, ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი აქვს, რადგან მისი დახმარებით დიდი საინვესტიციო გარიგებების განხორციელება შეიძლება და ასევე საკრედიტო რესურსების მოზიდვა 20-30 დღის ნაცვლად, წუთებში შეიძლება განახორციელო.

იგივე ეხება სხვა საბანკო ოპერაციებს. "საბანკო სექტორში ბლოკჩეინის შესაძლებლობები შეზღუდული არ არის და იგი ბანკებს მილიარდების დაზოგვის საშუალებას მისცემს"- აღნიშნავს დისნეი.

ჯეიმს დისნეი ამბობს, რომ Credit Suisse გადანაწილებულ რეესტრს უკვე ცდის, თუმცა იგი ჯერ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. მისი განმარტებით, კვარტლის გადაფასების პროცესში ტექნოლოგია ბანკებს მილიარდობით აშშ დოლარის დაზოგვაში და თანხის სხვა ამოცანებისთვის გადანაწილებაში დაეხმარება, თუმცა დასძენს, რომ ყველაზე დიდ სარგებელს აღნიშნული ტექნოლოგია საინვესტიციო ბანკებს მოუტანს. Accenture- ისა და McLagan- ის მონაცემებით, 2025 წლისთვის ბლოკჩეინი ცენტრალური ბანკების ხარჯებს წელიწადში 8-დან 12 მილიარდ აშშ დოლარამდე შეამცირებს.