მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola ახალ გემოს - ვანილიან ფორთოხალს ამატებს

5c5de9cca9b41
BM.GE
09.02.19 00:30
1048
გამაგრილებელი სასმელების გიგანტი კოკა-კოლა ახალ გემოს ამატებს, ეს ფორთოხალი და ვანილია. ახალი არომატის მქონე სასმელი პირველად აშშ-ის ბაზარზე გამოჩნდება და ის წარმოდგენილი იქნება როგორც შაქრიანი, ასევე ზერო ვერსიებით.

ორგანიზაციამ ახალი გემოს დამატების გადაწყვეტილება ახალგაზრდა თაობის მოხიბლვის მიზნით მიიღო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაზიანი სასმელების გლობალურ ბაზარზე დიდი ცვლილებები მოხდა, ტრადიციული ძლიერად გაზირებული სასმელები მსუბუქად კარბონირებულმა შუშხუნა სასმელებმა შეავიწროვეს. მათი პოპულარობა ყველაზე მაღალი მილენიალებშია, სწორედ მათზეა ორიენტირებული ახალი სასმელი.

კოკა-კოლამ ვანილიანი ფორთოხლის დამატების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანადის ბაზარზე საპილოტედ რამდენიმე ახალი არომატი გამოსცადა.

ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა როდის გამოჩნდება და გამოჩნდება თუ არა ახალი სასმელი ქართულ ბაზარზე.