მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია

BM.GE
13.06.22 10:17
402
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო 2021 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით, თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით შეიქმნა. წელს მისი მხარდამჭერები საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, Visa, UTG და Majorel Georgia იყვნენ. წელსაც ღონისძიების პარტნიორებმა და მხარდამჭერებმა გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს. მათ შორის დაჯილდოების მთავარმა პარტნიორმა, თიბისიმ, მომავლის ლიდერის კატეგორიისა და ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. თიბისი მათთვის მენტორობისა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

სტუმრები: ქეთი ვაჩიბერიძე - "B2CGE"-ის თანადამფუძნებელი;
გვანცა მურღვლიანი - "თიბისი", ადამიანური კაპიტალის განყოფილების უფროსი;