მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციხისძირში სასტუმროს მშენებლობაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

59958cec470fa
BM.GE
17.08.17 16:24
1248
შპს "ბლექ სი რიზორთი" სოფელ ციხისძირში და სოფელ ბუკნარში, ზღვის პირველ ზოლზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მრავალფუნქციურ სასტუმრო-აპარტამენტების კომპლექსს ააშენებს და 20 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სასტუმროს ასაშენებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სოფელ ციხისძირში და სოფელ ბუკნარში მდებარე 90 135 კვ.მ. სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე საინვესტიციო პირობებით 13 650 000 ლარად გაყიდა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა მოიცავდეს რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ მოედანს და 30 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს. ახალ სასტუმროში სულ მცირე 30 ადამიანი დასაქმდება.

"პროექტის განხორციელება დადებითად იმოქმედებს აჭარის რეგიონისთვის. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას და შემდგომ დასაქმდება მრავალი ადგილობრივი მაცხოვრებელი. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას",- ნათქვამია განცხადებაში.