მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციხისძირში 100-ნომრიან სასტუმროს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კომპანია ააშენებს

59968516de8ed
BM.GE
18.08.17 10:03
8682
ციხისძირში 100-ნომრიან სასტუმროს თიბისი ჯგუფის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კომპანია ააშენებს. სწორედ კომპანია "ბლექ სი რიზროთმა" შეიძინა მიწა ციხისძირსა და ბუკნარში სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში. კომპანიას 90 135 კვ.მ. სახელმწიფო ქონება აუქციონზე 13 მილიონ 650 ათას ლარად გადაეცა.

კომპანიის დამფუძნებლები საჯარო რეესტრის მიხედვით თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე (33%), სამეთალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე (33%) და ბობ მეიერი (34%) არიან.

სახელმწიფომ კომპანიას მიწა ვალდებულებებით გადასცა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა მოიცავდეს რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ მოედანს და 30 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს. ახალ სასტუმროში სულ მცირე 30 ადამიანი დასაქმდება.

მრავალფუნქციური სასტუმრო-აპარტამენტების კომპლექსში 20 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ხაზარაძის, ჯაფარიძისა და მეიერის ერთობლივ კომპანიას უკვე აქვს განხორციელებული პროექტები, როგორიცაა „ლისი დეველოპმენტი“ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.