13.ივნისი.2018 16:40
ბიზნესი

Citroen-ის საქმეზე კონკურენციის სააგენტო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გამოაცხადებს

Citroen-ის საქმეზე კონკურენციის სააგენტო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გამოაცხადებს

 გასულ წლის ბოლოს "სიტროენ ჯორჯიამ" საქართველოს  კონკურენციის სააგენტოში საჩივარი წარადგინა. კომპანიის მტკიცებით, ავტომანქანების ბაზარზე არსებობს კარტელური შეთანხმება, რის გამოც სახელმწიფო ტენდერებს მხოლოდ რამდენიმე კომპანია იგებს.

როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოდარ ხადური bm.ge-თან  აცხადებს, სააგენტო, „სიტროენ ჯორჯიას“ საქმესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, უკვე თვის ბოლოს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.

„მაქსიმალურად გამოვიყენებთ არსებულ ინფორმაციას.  ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია როგორც „სიტროენ ჯორჯიასგან“, ასევე იმ კომპანიებისგან, ვისაც უჩივის „სიტროენი“. გამოვითხოვეთ ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისგან. ამჟამად მიმდინარეობს ამ ინფორმაციის ანალიზი. ჩვენ დასკვნას გავუგზავნით კომპანიებს, ისინი ნახავენ და შემდეგ განვიხილავთ. თუ რაღაცამ ხელი არ შეგვიშალა და ეს რაღაც შეიძლება იყოს დიდი მასის ინფორმაცია, რაც ამჟამად ჩვენ არ გვაქვს, ამ თვის ბოლოს ალბათ ჩვენ დავასრულებთ  მოკვლევას“-აცხადებს ნოდარ ხადური.

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



18.ივნისი.2018 20:20
55

"ელექსირი" - წყალი, რომელიც ბაქტერიებს კლავს

ვრცლად
17.ივნისი.2018 19:50
113

VELLINO ევროპაში აქტიური ექსპორტისთვის ემზადება

ვრცლად
17.ივნისი.2018 19:00
43

რა შანსები აქვს საქართველოს 5G-ის დანერგვის მიმართულებით?

ვრცლად
17.ივნისი.2018 18:00
605

"ბინების დღიურად გაქირავებაზე მოთხოვნა შემცირდა"

ვრცლად
17.ივნისი.2018 10:59
722

ალექსანდრე მოწერელია: „წელს 65-70 ათასი ტონა გაუტეხავი თხილი უნდა მივიღოთ“

ვრცლად
17.ივნისი.2018 10:04
683

ბავშვის ტანსაცმელის ქართული ბრენდი Spilow-ს ნაწარმი შესაძლოა ამერიკაში გაიყიდოს

ვრცლად