13.ივნისი.2018 19:35
საზოგადოება

„ჩვენ შეგნებულად მივიღეთ რამდენიმე ეკონომიკური გადაწყვეტილება“

„ჩვენ შეგნებულად მივიღეთ რამდენიმე ეკონომიკური გადაწყვეტილება“
"ზუსტად ვიცი როგორ უჭირს ხალხს. ჩვენ გვყავს მოსახლეობა რომელიც ზრუნავს რომ იშოვნოს ლუკმა პური ოჯახისთვის“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. კვირიკაშვილის განცხადებით, რომ არა ის ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც მთავრობამ მისი მეთაურობის პერიოდში მიიღო, ქვეყნის ზრდა და განვითარება ვერ იქნებოდა დინამიური.

„დიახ ეს ასეა, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ, რომ არა ჩვენი პლიტიკა ამ ხალხისთვის ნორმალური პირობების შექმნის პერსპექტივა დიდი ხნით გადავადდებოდა, რის უფლებასაც მე ვერ მივცემდი თავს.

მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გათვლილია არა მყისიერ, არამედ გრძელვადიან პოლიტიკაზე. მე ასეთი პოლიტიკა ავირჩიეს. ყველას კარგად ახსოვს, ის კრიზისები, რომელიც ჩვენ რეგიონში მოხდა. სწორედ ამ პერიოდში მოგვიწია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

მინდა განსაკუთრებულად ავღნიშნო, რომ ჩვენ მივიღეთ შეგნებულად რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, საშუალოვადიან პერსპექტივაში მოეცა ეკონომიკური ზრდა, თუმცა სათანადოდ ვერ აისახა მოსახლეობის ყველა ფენაზე.

ეს გადაწყვეტილელბიბა: მცურავი კურსი, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ცვლილება, ეს იყო ჭარბვალიანობის და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ რაც ფისკალური სტაბილურობა იქნა მიღწეული. ჩვენ ეს მას შემდეგ გავაკეთეთ რაც საბიუჯეტო დეფიციტი ჩამოვიყვანეთ, ამან მოგვიტანა ეკონომიკური დინამიკა. ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო გადაწყვეტილება რომ მაგალითად კურსი დაგვეფიქსირებინა, თუმცა ვერ მივიღებდით იმ დინამიკას რაც დღეს გვაქვს. ეს იყო შეგნებული, მაგრამ მტკივნეული გადაწყვეტილებები.

ეს იყო მემარჯვენე ნაბიჯები, ჩვენ გადავლახეთ სირთულეები და რომ არა ასეთი პოლიტიკა სხვა რეალობის წინაშე ვიდგებოდით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.









20.ოქტომბერი.2018 14:15
520

„გირჩი“ კანაფის ფესტივალისთვის ემზადება - რა ხდება „დედაენის ბაღში“

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:45
742

საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:23
351

ვისი მიზეზით განადგურდა მოცვის პლანტაციები ლაითურში?

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:00
3285

ხორგუაშვილი: 5 მიზეზი, რის გამოც ლარი უფასურდება

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 18:33
80

ვინ იხდის არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო ტარიფს?

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 18:00
2028

GWP: პირები, რომლებიც აქირავებენ ბინას, ეწევიან ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას

ვრცლად