მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Christie's საშემოდგომო გაყიდვები შემცირდა

5663e2a3b444a
BM.GE
06.12.15 11:18
1587
Bloomberg-ის ინფორმაციით, Christie's საშემოდგომო გაყიდვებმა დაგეგმილზე 16%-ით ნაკლები შეადგინა და 335 მილიონ დოლარზე დაფიქსირდა. ჩინელმა მყიდველებმა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების, კერამიკის და ღვინის მიმართ ხელმომჭირნეობა გამოიჩინეს. გაყიდვები ჰონ-კონგში 6 დღე გრძელდებოდა, მის დაწყებამდე კი აზიური Christie's აუქციონის ხელმძღვანელმა ფრანსუა კიურელმა Bloomberg-თან განაცხადა რომ ფინანსური კრიზისი და სავალუტო რყევები აღმოჩნდნენ ბიზნეს აუქციონის სახლების შემოსავლებზე მთავარი ზეგავლენის მომხდენები. „ვფიქრობ, იმის გამო რომ ჩვენ ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს ვყიდით და არა ლუქს კლასის პროდუქციას, ამან არ იქონია ბაზარზე გავლენა. გაყიდვები ძალიან დიდია და ნახეთ შედეგი, მე ისევ ნიუ-იორკზე და ჟენევაზე ვსაუბრბ, ეს კი ძალიან კარგი შედეგია იმ გართულებების ფონზე რაც ეკონომიკაში არსებობს“ - განაცხადა ფრანსუა კიურელმა. 1776 წელს დაარსებული Christie’s აუქციონის სახლი დღეს Artemis ჰოლდინგს ეკუთვნის, რომელის მფლობელიც თავის მხრივ ფრანგი მილიარდელი ფრანსუა პინოა. მის საკუთრებაშია ასევე Kering-ის ჰოლდინგი, რომლის სტრუქტურაშიც შედის Gucci, Alexander McQueen-ი და სხვა სადური ტანსაცმლისა და აქსესუარების ელიტური მწარმოებელი.