მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩოგოვაძე Airbnb-ზე: ვსწავლობთ სფეროს რეგულირების მაგალითებს

5bc86065919e7
BM.GE
18.10.18 14:26
5243
Airbnb-ი გახდა ძალიან ბევრი სასტუმროს კონკურენტი და შეაწუხა სასტუმრო ბიზნესი, - ეს გაცხადება -საქმიანი დილის ეთერში ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააკეთა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ადმინისტრაცია სწავლობს ყველაზე კარგ მაგალითს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დარეგულირდა დარგი სხვა ქვეყნებში.

„ამ მიმართულებით იგეგმება ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ ყველაზე კარგ მაგალითს, თუ როგორ დარეგულირდა სხვა ქვეყნებში ეს. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, არსებულ სასტუმროებს არ შეექმნათ პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაც გადასახადს არ იხდის. ეს არის ერთი მხრივ, ბიზნესს არ შეეხოს პრობლემა, მეორე ის გადასახადი, რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავალია პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში და ამის ადმინისტრირება უნდა მოხდეს,“ – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძე.