მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩირი ქენდიმ" ხელნაკეთი შოკოლადების ბონბონერი გამოუშვა

5c16428981d45
მაია ბიწაძე
16.12.18 18:30
1890
კომპანია ,,ჩირი ქენდიმ“ ხელნაკეთი შოკოლადების ბონბონერი ,,როიალ ასორტი“ გამოუშვა, რომელიც რამდენიმე ტურისტულ მაღაზიაში და „ჰორეკას“ ქსელში გაიყიდება.
ბონბონერის ფასი სხვადასხვა ლოკაციაზე 30-დან 35 ლარამდე მერყეობს.

ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა მაკა ლაშქარაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ბონბონერის გამოშვება კომპანიამ ერთი წლის იუბილეს დაამთხვია.

,,ჩირი ქენდი“ ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა, საწარმო თბილისში მდებარეობს და იქ 20-მდე სახეობის ტკბილეულს ამზადებენ. მათ შორის: ჩირებს, ტყლაპებს, შოკოლადებს ჩირის გულსართით და სხვა.

„ჩვენი მიზანია, პროდუქცია ქართული ნედლეულით იყოს დამზადებული, ამიტომ ჩირებს და ტყლაპს ქართული ხილისგან ვამზადებთ, რომელიც სეზონურად შემოდის. რაც შეეხება შოკოლადს და სხვა ინგრედიენტებს, რასაც საქართველოში ვერ ვშოულობთ, საფრანგეთიდან და იტალიიდან შემოგვაქვს.

ტკბილეულს ამჟამად ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, მაგრამ ექსპორტის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. დაინტერესება დიდია ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ავსტრია, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და რუსეთი.

ამ ერთი წლის განმავლობაში წარმოება თითქმის გაათმაგდა; მცირე შეკვეთებიდან მსხვილ შეკვეთებზე გადავედით და საცალო გაყიდვების გარდა სასტუმროები, ტურისტული მაღაზიები და კორპორატიული შეკვეთები დაგვემატა“, - განაცხადა მაკა ლაშქარაშვილმა.

,,ჩირი ქენდის“ ტკბილეულის ფასი, სახეობების მიხედვით, 8-დან 35 ლარამდე მერყეობს.