04.აპრილი.2016 15:23
ბიზნესი

ჩინური ჯგუფი საქართველოში ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს

ჩინური ჯგუფი საქართველოში ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტს, ვან ტიანჩიუან შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქვეყნებში ჩაის წარმოების პოტენციალის შესახებ.
 
"ჩაის პლანტაციების აღდგენა უზრუნველყოფს დარგის განვითარებას, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას და ფერმერთა სტიმულირებას. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ჩაის კარგი საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩაის წარმოების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

"ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ახალი, მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოტანა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას. აღნიშნულ კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი წინადადებები და სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს. პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონების მოსახლეობისთვის, მათი დასაქმებისა და შემოსავლების ზრდისთვის", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჩინური კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტმა ჩინეთსა და საქართველოში ჩაის კულტურის ისტორიას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ჩინეთის შემდეგ, საქართველო ჩაის მეორე სამშობლოდ ითვლება.

"ჩვენი ვიზიტის მიზანია გავეცნოთ საქართველოს ნიადაგებს და გარემო პირობებს, რათა სწორად მოხდეს ჩაის ჯიშების შერჩევა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ჩაის წარმოების კარგი პოტენციალი აქვს. ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ჩაის წარმოებას კულტურის აღდგენას. ვგეგმავთ საქართველოში ავაშენოთ ქარხანა და ვაწარმოოთ საექსპორტო პროდუქცია", - აღნიშნა "იუნანის დანხუნ ჯგუფის" პრეზიდენტმა.

 
 



18.ოქტომბერი.2018 14:26
346

ჩოგოვაძე Airbnb-ზე: ვსწავლობთ სფეროს რეგულირების მაგალითებს

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 16:25
175

ქუთაისში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოების აშენება შფერხებულია

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 13:13
1775

ბიზნეს გაერთიანებების ერთობლივი განცხადება სებ-ის დაანონსებულ რეგულაციებზე

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 09:00
460

თბილღვინო: მოგვიწევს მოგების მარჟის შემცირება

ვრცლად
16.ოქტომბერი.2018 10:43
503

ბრიტანული Fear Group საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

ვრცლად
14.ოქტომბერი.2018 11:37
623

ქობულია კომერციული ატაშეების ინსტიტუტის ამოქმედებაზე: „ჯერ ვფიქრობთ“

ვრცლად