მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური იუანი მსოფლიოს "ელიტური ვალუტების" ოთხეულს უერთდება

565d34babd927
BM.GE
01.12.15 09:47
3011
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩინური იუანი სარეზერვო ვალუტების კალათში შეიტანა. გადაწყვეტილება ძალაში 2016 წლის პირველ ოქტომბერს შევა. სანამ იუანი სარეზერვო ვალუტების ოთხეულს შეუერთდება ჩინეთმა სავალუტო ფონდის რამდენიმე მოთხოვნა უნდა შეასრულოს.

ფონდის ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ამიერიდან ჩინეთის ინტეგრაცია მსოფლიო ფინანსურ სისტემაში სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. "ეს არის აღიარება იმ პროგრესის, რომელიც ქვეყანამ ფინანსური და მონეტარული რეფორმების კუთხით ჩინეთის მთავრობამ გაატარა", - განაცხადა ლაგარდმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაარსებიდან, დღემდე, სარეზერვო ვალუტის წოდება მხოლოდ ამერიკულმა დოლერმა, ბრიტანულმა ფუნტმა, ევრომ და იაპონურმა იენმა მოიპოვა.