23.თებერვალი.2016 12:59
ეკონომიკა

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება
თბილისში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. მხარეებმა განიხილეს როგორც უშუალოდ შეთანხმების ძირითადი მიმართულებები, ასევე კონსულტაციების გამართვის სავარაუდო განრიგი.
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება 2016 წლის მაისში. მომდევნო კონსულტაციები ყოველ ორ თვეში გაიმართება.

გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. 2015 წლის 10 დეკემბერს კი ჩინეთში ხელი მოეწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ჩინეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.



12.ნოემბერი.2018 20:58
130

IMF: ფინანსთა სმაინისტრო პროექტების შერჩევის სათანადო კრიტერიუმებით არ ხელმძღვანელობს

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 18:06
89

ციტრუსის ექსპორტი 11-ჯერ გაიზარდა

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 17:14
188

IMF: საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სტრატეგია და ინფრასტრუქტურული გეგმა არ აქვს

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 16:44
299

"ლიზინგის მიმართულება და დარგი, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს"

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 15:37
99

ჯანდაცვის მინისტრი ცე ჰეპატიტის ბიუჯეტის აუთვისებლობის მიზეზებს განმარტავს

ვრცლად
12.ნოემბერი.2018 14:31
164

IMF: საქართველოში ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა შეშფოთებას იწვევს

ვრცლად