მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ქართული ღვინის ცენტრი გაიხსნება

569cf3ecd3729
BM.GE
18.01.16 18:12
1970
თებერვალში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ძიანსის პროვინციაში, სადაც 30 მლნ-მდე მოსახლე ცხოვრობს, ქართული ღვინის ცენტრი გაიხსენება. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დღეს ძაიანსის პროვინციის „აბრეშუმის გზის“ საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
 
ქართული ღვინის სახლი განთავსდება 4 ათას კვადრატულ ფართობზე, სადაც განლაგდება სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზები, მუზუემი, ენოთეკა, ქართული რესტორანი და სხვა.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში ენოთეკა და ღვინის მცირე მუზეუმი დაათვალიერეს, დააგემოვნეს ქართული ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ). ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.