ჩინეთში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მილიარდერთა რაოდენობა 11%-ით არის შემცირებული. ეს მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდულია. კვლევების თანახმად, ყველაზე მდიდარ ჩინელთა რეიტინგში, 2017 წელს, ჯამში 2130 ადამიანი მოხვდა, რომელთა ქონებაც 290 მილიონ დოლარზე მეტი იყო. წელს კი, ასეთი 1893 დაითვალეს. ასევე დასტურდება ისიც, რომ მილიარდერთა ასაკიც ახალგაზრდავდება და სიაში მოხვედრილ ადამიანთა საშუალო წლოვანება 55-ია.
ყველაზე მდიდარ ჩინელთა რეიტინგში, უკვე მეოთზე წელია Alibaba Group-ის დამფუძნებელი ჯეკ მა ლიდერობს, რომლის შემოსავლებიც ერთი წლის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 39 მილიარდი შეადგინა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩინეთის უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი 50 წლის შემდეგ დააგროვა.
უძრავი ქონების მაგნატი და კორპორაცია Evergrande Group-ის მმართველი - სიუი ცზიაინი რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, მისი ქონება კი, 36 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. რიგით მესამე მილიარდერი - ტექნოლოგიური გიგანტის Tencent-ის მფლობელი პონი მა ხუატენია.
რაც შეეხება მეოთხე ადგილს, ის Country Garden Holding-ის მთავარმა აქციონერმა, 37 წლის იან ხუეიანმა დაიკავა, რომლის ქონება 22 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება და ის ერთადერთი ქალია, რომელიც მდიდარ ჩინელთა რეიტინგის ტოპ-10-ში მოხვდა.
10.ოქტომბერი.2018 21:00
მსოფლიო
ჩინეთში მდიდარ ადამიანთა რაოდენობა რეკორდულად მცირდება
