28.იანვარი.2016 15:37
ბიზნესი

ჩინეთში კიდევ ერთ ქართული ღვინის სახლი გაიხსნა

ჩინეთში კიდევ ერთ ქართული ღვინის სახლი გაიხსნა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭძიანგის (Zhijiang) პროვინციის ქალაქ ლიშვეიში "ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა. ღონისძიებას ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი დაესწრო.
 
ქართული ღვინის სახლი „სუოლუნ“ კომპანიამ გახსნა და ის ამ კომპანიის მიერ რიგით მეორე ღვინის სახლია ბოლო 7 თვის განმავლობაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საზეიმო გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი დისტრიბუტორები, დილერები და მედიის წარმომადგენლები. "სუოლუნ" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ისიაო ძიუნუმ სტუმრებს ქართული ღვინის პრეზენტაცია წარუდგინა და ჩინეთში „ქართული ღვინის სახლების“ ქსელის მნიშვნელობა გააცნო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, "სუოლუნ" კომპანია 2016 წლის ბოლომდე გეგმავს 60-80 "ქართული ღვინის სახლის" გახსნას მთელი ჩინეთის მასშტაბით, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობით წარიმართება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილია ქართული ღვინის სკოლის გახსნა ქალაქ ივუში (Yiwu).

მაია ცქიტიშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართა ჭძიანგის პროვინციის ქალაქ ივუში და გაეცნო "სუოლუნ" კომპანიის სამომავლო გეგმებს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. სააგენტოს წარმომადგენელი ასევე შეხვდა ჭძიანგის პროვინციის ქალაქ ივუს ლოჯისტიკური ცენტრის (Bonded Logistics Center) გენერალურ დირექტორს ქალბატონ კრისტალს, სადაც განხილული იყო ჩინეთის მთავრობის პროექტის ფარგლებში ქართული ღვინისათვის უფასო საწყობით სარგებლობის წინადადება.

ჭძიანგის პროვინცია სადაც 55 მლნ მოსახლეა, ქალაქი ივუ ცნობილია, როგორც იმპორტირებული პროდუქტის სავაჭრო ბაზრობა. აქ, მსოფლიოს მასშტაბით თავს იყრის 90 ქვეყნისა და რეგიონის 50,000 ფართო მოხმარების იმპორტირებლი პროდუქტი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით. ჩინეთში, წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის მკვეთრი ზრდის ტემპები წლის ბოლომდე შენარჩუნდა და 2015 წლის მონაცემებით 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ).



26.მაისი.2018 13:30
173

ანზორ ქოქოლაძე: ტექნიკის ბაზარი 20%-ით შემცირდება

ვრცლად
25.მაისი.2018 21:00
770

რუსეთის უმდიდრეს 200 ბიზნესმენს შორის 3 ქართველია

ვრცლად
25.მაისი.2018 20:00
98

"თბილღვინომ" ალკოჰოლური სასმელების 3 კონკურსზე 21 მედალი მოიპოვა

ვრცლად
25.მაისი.2018 19:30
299

"ბიუბიუს" დამფუძნებელი საქსტატს აკრიტიკებს

ვრცლად
25.მაისი.2018 18:00
1410

„მცირე და საშუალო ბიზნესში ჩადებული ფული გადაყრილია“

ვრცლად
25.მაისი.2018 17:00
100

დაანონსების მიუხედავად ტაქსების რეგულაციის საკითხი რეგიონებში არ განიხილება

ვრცლად