13.აპრილი.2016 15:34
ბიზნესი

ჩინეთში 12 სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ჩინეთში 12 სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქში, სასტუმრო „კემპინსკში“ გამართულ პეკინის „როტარი კლუბის“ (Rotary Club of Beijing) შეხვედრაზე, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
 
შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჩინეთში, დავით აფციაური გამოვიდა და სტუმრებს საქართველო და ქართული ღვინის კულტურა გააცნო. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ 12 დასახელების ქართული ღვინო.

ღონისძიება ქართული ღვინის საქველმოქმედო აუქციონით დასრულდა. კლუბის წევრებმა საქველმოქმედო აუქციონზე შეიძინეს: შატო მუხრანის "პრინცის რეზერვი", უსახელაურის „უსახელაური“, დავით მაისურაძის "მუკუზანი", თელედას "რქაწითელი" და "საფერავი" და თელიანი ველის "საფერავი". შემოსული თანხა 6100 RMB (დაახლოებით 1000 აშშ დოლარი) 21 აპრილს ბავშვთა ორგანიზაციას „Chunmiao Little Flower“ საჯაროდ გადაეცემა.

პროექტის მხარდაჭერისათვის, პეკინის „როტარი კლუბის“ პრეზიდენტმა დანიელ ალბრეხტმა (Daniel Albrecht) მადლობა გადაუხადა ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ელჩს დავით აფციაურს. „როტარი კლუბი“ არის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ბიზნესის წარმომადგენლებსა და პროფესიონალ ლიდერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად მსოფლიოს 200 ქვეყანაში დაფუძნებულია 33 ათასი „როტარი კლუბი“, რომლებიც 1,2 მლნ როტარიელს აერთიანებს. პეკინის „როტარი კლუბი“ 1924 წელს შეიქმნა და 47 წევრისაგან შედგება.



16.თებერვალი.2019 11:20
1546

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
108

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
1919

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
106

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
905

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
808

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად