მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა ბანკებისთვის დოლარის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა

569211afd628c
BM.GE
10.01.16 12:05
1307
ჩინური იუანის დევალვაციის პარალელურად, ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს, ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას გაუმკლავდეს. ქვეყნის ბანკებმა ხელისუფლებისგან დოლარის გაყიდვაზე შეზღუდვების სიტყვიერი ბრძანება მიიღეს.
 
შეზღუდვა გავრცელდება, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზეც,- წერს Financial Times-ი. კერძოდ, გაჩნდა ყოველკვირეული ლიმიტები და მოთხოვნა, რომ 5 000 დოლარზე მეტ თანხაზე წინასწარ იყოს დაკვეთა. გამოცემის ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის ხელისუფლების განსაკუთრებული შეშფოთება მოსახლეობის მხრიდან აშშ ვალუტაზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია.

ამ შეზღუდვების დახმარებით, პეკინი ცდილობს კაპიტალის გადინებას გაუმკლავდეს. 2015 წლის დასაწყისიდან ჩინური იუანი 4 პროცენტით დაეცა. ხელისუფლება ფიქრობს, რომ შეზღუდვა ჩინურ ვალუტაზე ზეწოლას შეამცირებს. ჩინეთის მთავარმა რეგულატორმა სიტყვიერი მითითებით გააფრთხილა საფინანსო ორგანიზაციები. მან ბანკების მომხმარებლებისთვის უცხოური ვალუტით ვაჭრობაზე ლიმიტი დააწესა.