მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შემცირდა

5bc9c2814ab9c
ლევან თაღიაშვილი
20.10.18 15:45
928
ჩინეთის 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე შემცირდა. CNBC წერს, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომმა გარკვეული ზეგავლენა ინვესტორებზე მოახდინა, შესაბამისად, 2009 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მცირე ზრდა შეინიშნება.

"ჩინეთის წარმომადგენლები, ბოლო წლებია საკმაოდ სტაბილურად გამოიყურებიან იმისათვის, რომ შექმნან იმიჯი, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული ეჭვები, რომ ეკონომიკა ისე აღარ გაიზრდება, როგორც - ადრე" - განაცხადა Capital Economics-ის ერთ-ერთმა მკვლევარმა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ს $250 მილიარდის ჩინურ პროდუქტზე აქვს ტარიფები დაწესებული. ჩინეთის ეკონომიკა 2007 წლიდან დღემდე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 9.6%-ით იზრდებოდა.