მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მთავრობა ეკონომიკური ვარდნის შესაჩერებლად მცირე ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებას გეგმავს

5c3f5b6dac068
ნინი თურქია
16.01.19 21:50
611
ჩინეთის მთავრობა ეკონომიკური ვარდნის შესაჩერებლად სამთავრობო ხარჯების შეკვეცას და მცირე ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებას გეგმავს.

The Guardian-ის ცნობით, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ გადასახადების შემცირება ხელს შეუწყობს ბიზნესის აქტივობის ზრდას და ინდუსტრიული წარმოების სტიმულირებას.

საქმე იმაშია, რომ გასული წლის დეკემბერში ჩინეთის ექსპორტის მოცულობა - 4.4%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი - 7.6%-ით.

გამოცემა წერს, რომ საერთაშორისო ინვესტორების ნდობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად, მთავრობამ ეკონომიკაში ჩარევის გზა აირჩია.
ამასთან, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკას მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც დამატებითი ვალის აღების თავიდან აცილებას ითვალისწინებს;

თუმცა რამდენიმე თვის წინ ეკონომისტების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, პეკინს შეზღუდული რესურსები გააჩნია იმისთვის, რომ დამატებითი ვალის აღების გარეშე მოახდინოს ეკონომიკის სტიმულირება. ამის მიზეზად კი იმ ვალის სწრაფ ესკალაციას ასახელებენ, რომელმაც რეკორდულ მოცულობას მიაღწია და რომელიც ქვეყანამ 2008 წლის ფინანსური კრიზისის სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად გამოიყენა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, წელს გლობალური ეკონომიკის ნელი ზრდაა მოსალოდნელი. მათივე ვარაუდით, ჩინეთში ეს მაჩვენებელი 6.2%-ს გაუტოლდება. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ზრდა 6.6% იყო.

როგორც ცნობილია, 2019 წელს ჩინეთის სამიზნე 6% – 6.5%-მდე ზრდა იქნება.

UBS Wealth Management-ის მთავარი ეკონომისტის განცხადებით, ჩინეთის ეკონომიკის დასტაბილურებაა მოსალოდნელი.

მისივე თქმით, მართებულია მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ისინი სიტუაციასთან გამკლავებას დამატებითი ვალის გარეშე აპირებენ, რადგან დამატებითი კრედიტის აღებამ შესაძლოა, სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.