მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი EBRD-ის აქციონერი გახდა

5672521b071e4
BM.GE
17.12.15 10:08
1589
ჩინეთი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) აქციონერი გახდა. Reuters-ის ცნობით, EBRD-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ჩინეთს ბანკის აქციონერთა სტრუქტურაში სიმბოლური, 0.1%-იანი წილი ერგო. "ჩინეთის ყოფნა EBRD-ში გააჩენს მნიშნველოვან, ახალ შესაძლებლობებს ჩინური კომპანიების მდგრადი ინვესტიციებისთვის იმ რეგიონებში, სადაც ევრობანკი მოღვაწეობს", - განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტმა. ჩინეთი, წევრობის გამო, მხოლოდ გასცემს დაფინანსებას და მას ვერ მიიღებს, თუმცა შეეძლება არაპირდაპირი სარგებელი მიიღოს EBRD-ის პროექტებიდან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, რომელსაც კვეთს ჩინეთის მთავრობის ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა".