მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება წლის ბოლომდე მოხდება

58fe151f4ae5e
ელენე გოგბერაშვილი
24.04.17 19:05
1270
ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი წლის ბოლომდე ამოქმედდება. როგორც "საქმის კურსს" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განუცხადა, ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულებას ხელი მაისში მოეწერება, რომლის შემდგომ მხოლოდ რატიფიცირების პროცედურები დარჩება.

"ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე უკვე შეთანხმებული ვართ ჩინურ მხარესთან, რომ წლის 14 მაისს მოვაწერთ ხელს შეთანხმებას, შემდეგ დარჩენილი იქნება პროცედურები რატიფიკაციისთვის ორივე ქვეყნებში. ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ აღნიშნული შეთახმება წლის ბოლომდე ძალაში შევა და ჩვენი მწარმოებლები ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია გათავისუფლებულია გადასახადისგან მაშინვე, როცა ძალაში შევა შეთანხმება. ჩვენი ქვეყნის ინტერესი გათვალისწინებულ იქნა მოლაპარაკებების პროცესში. რაც შეეხება კონკრეტულ კონპროდუქციებზე რა სატარიფო განაკვეთი შენარჩუნდა და რომელ პროდუქციაზე, - ამაზე ცალკე ღონისძიებას გავმართავთ", - აცახდებს გენადი არველაძე.